კატარინენფელდი- გერმანული სოფელი კავკასიაში

Samstag, 19. Juli 2014

მერვე დღის რეფლექსია


დღევანდელმა დღემაც საინტერესოდ ჩაიარა , პროექტი  ბოლომდე დავასრულეთ, განვიხილეთ ნინო ლაბარტყავას პრეზენტაცია - გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თემაზე.სამომავლოდ გავითვალისწინებ როგორ გამოვიყენო და გავითვალისწინო მოსწავლეთა ინდივიდუალური უნარები და შესაძლებლობები პროექტებზე მუშაობისას.

Mittwoch, 16. Juli 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც საინტერესო აღმოჩნდა:_ დავასრულეთ და გამოვაქვეყნეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბლოგზე, შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.   განვიხილეთ შეფასებების ინსტრუმენტების მოკლე აღწერა .

Sonntag, 13. Juli 2014

მეექვსე დღის რეფლექსია


  • დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო.
  •  ბლოგში გადავიტანეთ ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაცია, 
  • დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნიმუში, 
  • როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს  ინტერნეტის უსაფრთხოდ და მიზნობრივად გამოყენება.



Samstag, 12. Juli 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

  დღევანდელი დღე ნამდვილად საინტერესო იყო, დღეს დავასრულეთ ბუკლეტი. გავაკეთეთ  პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია.  ძალიან მომეწონა ეს დღე. ის რისი გაკეთებაც  და ცოდნაც ძალიან მჭირდებოდა  გაკვეთილებზე ,დღეს  განვამტკიცე.  

Sonntag, 6. Juli 2014

მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღეც იყო ძალიან საინტერესო ,სასიამოვნოდ დაღლილი ვარ დღევანდელი მოდული დამეხმარა განმავითარეებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით გამეანალიზებინა.    განვიხილეთ და ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე.  გავიხსენეთ შეფასების დროის ჩარჩო. მოვიყვანეთ ბუკლეტის აგებულება სისრულეში.


Samstag, 5. Juli 2014

მესამე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტები , მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები  , რომელთა დახმარებითაც შევადგინე ჩემი პროექტის სტანდარტი და შევძელი ჩამომეყალიბებინა   სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები, შევადარე  21 ე  საუკუნის უნარები ჩემ მიერ სტანდარტიდან ამოღებულ მიზნებს. განვიხილეთ  21 საუკუნის უნარ ჩვევების სიტყვები  და განახლებული ბლუმის ტაქსონომია, მოვახდინეთ  მიმართულების  მიმცემი საკვანძო  კითხვების ფორმულირება,  მივიღეთ დავალება   მეორე დღისათვის.

Sonntag, 29. Juni 2014

   მეორე დღის რეფლექსია


დღევანდელი დღეც საინტერესოდ იყო დაგეგმილი

შევარჩიეთ პროექტის თემა, ჩამოვაყალიბეთ თემის შინაარსი,  ვისწავლეთ გაჯეტების ჩასმა,     დავიწყეთ ბუკლეტებზე მუშაობა.
გაოცებული ვარ ტრენერის ენერგიით.
ვარ სასიამოვნოდ დაღლილი